вторник, 7 мая 2019 г.

კონკურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის

   
კონკურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის


კონკურსის ეტაპები და პირობები
1. კონკურსის მონაწილე მასწავლებელი სრულფასოვნად ესწრება ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს „პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე“.
2. მასწავლებელი ასრულებს ტრენინგის დავალებას, ქმნის განსახორციელებელი პროექტის გეგმას რომელიც შეფასებული და მოწონებული უნდა იყოს ტრენერის მიერ.
3.მასწავლებელი ქმნის პროექტის აქტივობების ცალკეულ გეგმებს და ახორციელებს პროექტს სკოლაში მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფში, შექმნილი გეგმის მიხედვით.
შენიშვნა: პროექტის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 4, მინიმუმ 2 კვირა.
4. მასწავლებელი კონკურსის ნახევარფინალისთვის ბრიტანეთის საბჭოში წარმოადგენს განხორციელებული პროექტის:

1. გეგმას ყველა გამოყენებულ რესურსთან ერთად ( საგაკვეთილო გეგმები, ელექტრონული რესურსების ლინკები და ა.შ).
2. პრეზენტაციას რომელიც ნათლად უნდა ასახავდეს პროექტის შეფასების რუბრიკებთან შესაბამისობას ( შესაძლოა გამოყენებული იყოს აუდიო, ვიდეო, ფოტოები ა.შ).
3. მოსწავლეთა ჯგუფის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი.
შენიშვნა: მასწავლებელთა და მოსწავლეთა პრეზენტაციებს თან უნდა ახლდეს შესაბამისი კომენტარები
კონკურსის ნახევარფინალში წარმოდგენილი პროექტები შეფასდება დანართი N1- ში მოცემული პროექტის შეფასების რუბრიკების მიხედვით. (იხილეთ დანართი http://bit.ly/2V8wKYV )
პროექტების ბრიტანეთის საბჭოში წარდგენის საბოლოო ვადაა: 2019 წლის 22 მარტი.
კონკურსის დოკუმენტაცია და პრეზენტაციები დარეგისტრირებულმა მასწავლებლებმა WeTransfer – ის მეშვეობით უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე tamuna.kvachadze@ge.britishcouncil.org, სათაურით ‘PBL Competition Entry’.
კონკურსის ფინალი გაიმართება 2019 წლის მაისში.

Комментариев нет:

Отправить комментарий