შიდა გაკვეთილები


IX კლასი- შიდა დაკვირვების გაკვეთილი



                  
გაკვეთილის თემა
A burning problem წვის პრობლემა (გამონაბოლქვის შედეგად დაბინძურებული ატმოსფეროს პრობლემები)
საგანი

ინგლისური ენა
მასწავლებლის სახელი,გვარი
თამარ ყიფიანი
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური - IXკლასი
მოსწავლეთა პროფილი
18
გაკვეთილის მიზანი
Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხო სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით. (ინდივიდუალური და შემდგომ ჯგუფური)
Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს მისთვის ნაცნობ თემატიკასთან (A burning problem) დაკავშირებით წინადადებების შედგენა. (ინდივიდუალური მუშაობა)
Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს მისთვის ნაცნობ თემატიკასთან (A burning problem) მიმართებაში გამოკვეთოს პრობლემა და წარმოადგინოს მისი გადაჭრის გზები, მოიშველიოს არგუმენტები ტექსტიდან.
Ø  მოსწავლე უნდა შეძლოს თანატოლებთან თანამშრომლობითი უნარის დამყარება ჯგუფში მუშაობა სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:











სწავლის შედეგები/ ინდიკატორები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

·         მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიაზროს და გამოკვეთოს ტექსტში ასახული პრობლემა და დასახოს მისი გადაჭრის გზები.
·         მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თვალსაზრისის დასადასტურებლად  მოიშველიოს არგუმენტები ტექსტიდან.
·         მოსწავლეს შეუძლია უცხო სიტყვათა მნიშვნელობის ამოცნობა საკვანძო სიტყვებსა და განმარტებებზე დაყრდნობით.
·         მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემატიკაზე შეადგინოს წინადადება.
·         მოსწავლეს შეუძლია თანატოლებთან თანამშრომლობითი უნარის დამყარება ჯგუფში მუშაობა სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

·         ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივი ნფორმაციას;
·         მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარი გასაუმჯობესებლად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·     იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდებატექსტისაგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილსიტყვებსდასხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
·     იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
·     იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;


მოსწავლეთა წინარე ცოდნა
Ø  მოსწავლე უნდა ფლობდეს საბაზისო ლექსიკურ ერთეულს შესაბამის თემატიკასთან (A burning problem)  დაკავშირებით;
Ø  მოსწავლე უნდა ფლობდეს საბაზისო უნარებს ვარაუდის გამოსათქმელად  (გრამატიკული და ლექსიკური ერთეულები).
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

























































§  საორგანიზაციო საკითხები: -მისალმება, აღრიცხვა
გამოწვევის ფაზა

მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს და ვყოფ მათ სამ ჯგუფად- 2წთ

პროვოცირება- გონებრივი იერიში (პირველი ფაზა - გამოწვევა)–5წთ
მასწავლებელი დაფაზე წერს საკვანძო სიტყვას - A burning problem წვის პრობლემა     ; სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდები თემასთან დაკავშირებით; მასწავლებელი კომენტარების გარეშე დაფაზე ინიშნავს მოსწავლეთა მოსაზრებებს. შესაძლო ვარაუდები: makingpredictions: emission, bio –fuel, melting, climate changes ….
სიღრმისეული წვდომა-23წთ
აქტივობა I- 10წთ.ვაძლევ მათ ტექსტს წასაკითხად.მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ჯგუფურად ვთხოვ ამოიწერონ უცხო სიტყვები და ჩამოწერონ დაფაზე (ინდენტური სიტყვების ჩამოწერას თავი აარიდონ). სავარაუდო სიტყვები(possible words):starving- ill or dying because of a lack of food, very hungry, cause- to make something happenusually something bad,carbon-free - Containing no carbon, free of carbon, electricity - a form of energy that can produce lightheat, and power for machinescomputerstelevisions etc,solution-  a way to solve a problem or to deal with a bad situation,.....  შემდეგ ხდება უცხო სიტყვების ახსნა ინგლისურ ენაზე (ხსნიან ბავშვები მასწავლებელის დახმარებით).
აქტივობა 2-10წთ.მივმართავ მეორე აქტივობას, რომელიც ბავშვებისაგან მოითხოვს ტექსტის შინაარსის გაგებას. მოსწავლეები ჯგუფებში მოკლედ ჩამოაყალიბებენ ტექსტის ძირითად აზრს.
I ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიოს ტექსტში პრობლემა და გამოკვეთოს

პრობლემა(გლობალური დათბობა)
 




გამომწვევი მიზეზი/შედეგი(გამოაბოლქვი, ბუნების ცვალებადობა)
II ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიოს ტექსტში გამომწვევი მიზეზები
 





III ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიოს ტექსტში გადაჭრის გზები

გადაჭრის გზები(მზის ენერგია,ქარისტურბინები....)
 





ჯგუფის წარმომადგენელი თაბახის ფურცლზე მოცემულ სქემაში ჩაწერს პასუხებს და გამოაკრავს დაფაზე.


აქტივობა 3 – 3 წთ ჯგუფური სამუშაო. მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი წარმოაგდენს  საკუთარ მოსაზრებას ხდება გონერივი იერიშის დროს გამოთქმული ვარაუდებისა და წაკითხვის შემდეგ არსებული პასუხების შედარება.
Comparing predictions with the text(გამოთქმული ვარაუდები დაემთხვა წაკითხულ ინფორმაციას/ გამოთქმული ვარაუდები არ დაემთხვა წაკითხულ ინფორმაციას და რა სხვაობა იყო)

რეფლექსიის/შეჯამების ფაზა- 8-10წთ. მოსწავლეები ჩამოწერენ თემატურ სიტყვებს( თითი ფერად ფურცელზე თითო სიტყვას) და ჩაყრიან ყუთში. შემთხვევითი პრინციპით მოსწავლეები ამოიღებენ სიტყვებს და შეადგენენ წინადადებებს და წარადგენ.(ზეპირად)
შეფასება - 5წთ - მასწავლებელი არიგებს თვითშეფასების კითხვას, 2 წუთის განმავლობაში მოსწავლეები ავსებენ ამ თითშეფასების კითხვას, ხოლო შემდეგ მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს ჯგუფურ მუშაობასა და ჩართულობაში.
საშინაო დავალება-ესსე გლობალური დათმობით გამოწვეული პრობლემები საქართველოში

შეფასება
განმავითარებელი(სიტყვიერი კომენტარი)
განმსაზღვრელი


სასწავლო რესურსები
ინგლისური ენის სავარჯიშო რვეული, ცარცი, დაფა, ფურცლები (ფორმატი), თაბახის ფურცლები, მარკერები, ყუთი, ფერადი ქაღალდები, მაგნიტები.
































   ინდივიდუალური მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-2
3-5
6-7
8-10
აქტიური მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
აქტიურია, კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
უცხო  სიტყვის შინაარსობრივად სწორ კონტექსტში გამოყენება
ვერ იყენებს სიტყვას
იყენებს მაგრამ არასწორად
იყენებს მარტივ წინადადებაში
სიტყვას იყენებს რთულ წინადადებაში

       Jgufis muSaobis Sefasebis sqema

kriteriumebi
1-5
6-7
8-10
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
სამუშაო ორგანიზე­ბუ­ლი იყო, მაგრამ ჯგუ­ფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბ­რად გადანაწილდა
სამუშაო კარგად იყო ორ­განიზებული, ჯგუ­ფის წევრებს შორის ფუ­ნ­­ქციები სწორად და თანაბრად გადანა­წილ­და
ჯგუფის წევრთა ჩართულობა
ერთი (ორი) მოსწავ­ლე აქტიურობდა მხოლოდ
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო და ნაყოფიერი
ჯგუფის მიერ შესრულებული დავალების ხარისხი
გაუჭირდათ დავალების შესრულება (პრობლემის გამოკვეთა/გამომწვევი მიზეზების დადგენა/გადჭრის გზების დასახელება)
ნაწილობრივ  შესრულდა დავალება  (პრობლემის გამოკვეთა/გამომწვევი მიზეზების დადგენა/გადჭრის გზების დასახელება)
დავალება შესრულებულია სრულყოფილად (პრობლემის გამოკვეთა/გამომწვევი მიზეზების დადგენა/გადჭრის გზების დასახელება)






jgufismuSaobisSefasebiskiTxvarijgufiswevrismier

1.         რაგააკეთეთანთქვითისეთი, რაცთქვენსჯგუფსსამუშაოსშესრულებაშიდაეხმარა?
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
2. რამდენადნაყოფიერადიმუშავაჯგუფმადარაიყოამისმიზეზი?
 _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
3. რაიყოყველაზეკარგი, რაცთქვენიერთობლივიმუშაობისასგამოიკვეთა?
 _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
4. რასგააკეთებთშემდეგშისხვაგვარადჯგუფისმუშაობისგაუმობესებისათვის?
 _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _



მოსწავლისგვარიდასახელი    _ _ _ _ _ _  _ _ _   კლასი _ _ _ _ _  _
თარიღი  _ _ _ _ _ _




                                                                IX1 კლასი
                                                              რეფლექსია

გაკვეთილის მიზანი მოიცავდა რამდენიმე პუნქტს, როგორც ინგლისური ენაში კომპეტენციის, ასევე სოციალური და ინდივიდუალური უნარების განვითარებას. ენობრივი თვალსაზრისით მიზნები შემდეგი იყო: უცხო სიტყვის მნიშვნელობის კონტექსტში ამოცნობა და გამოყენება, ნაცნობ თემატიკასთან მიმართებაში პრობლების გამოკვეთა და არგუმენტების მოყვანა და გადაჭრის გზების დასახელება. სოციალურ და ინდივიდუალურ უნარებს რაც შეეხება, გაკვეთილზე გამოყენებულმა  ორგანიზების ფორმებმა ხელი შეუწყო მათ განვითარებას. გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა. მიზნის მიღწევას ხელი შეუწყო ჩემს მიერ გამოყენებულმა აქტივობებმა. თვალსაჩინოებისთვის დავუკავშიროთ გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები გაკვეთილის მიზანებს.
აქტივობა 1 წინარე ცოდნის ახალ მასალასთან დასაკავშირებლად გამოვიყენე აქტივობა  გონებრივი იერიში, რომელსაც მოყვა მოსწავლეთა მხრიდან ვარაუდები და  გამოიკვეთა პრობლება; ამ აქტივობისთვის გამოვიყენე ორგანიზების ინდივიდუალური ფორმა, რამაც ხელი შეუწყო დამოუკიდებელი მუშაობის (ფიქრის) უნარის განვითარებას მოსწავლეებში.
აქტივობა 2  ტექსტის გაგება- ამ აქტივობის მიზანი იყო უცხო სიტყვის მნიშვნელობის კონტექსტში ამოცნობა; ამ აქტივობისთვის გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის ფორმა, რამაც ხელი შეუწყო სოციალურ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
აქტივობა 3 ტექსტის დეტალური გაგება - ამ აქტივობის მიზანი იყო პრობლების გამოკვეთა და არგუმენტების მოყვანა და გადაჭრის გზების დასახელება; ასევე აქტივობის ორგანიზების ფორმად გამოვიყენე ჯგუფური მუშაობა, რამაც მოსწავლეებში ხელი შეუწყო სოციალურ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
აქტივობა 4 გამოთქმული ვარაუდებისა და ტესტის შეჯამება -ამ აქტივობის მიზანი იყო არგუმენტების მოყვანა; ეს აქტივობა განვახორციელე ჯგუფებში, რამაც განავითარა სოციალური თანამშრომლობითი უნარები.
აქტივობა 5 წინადადებების შედგენა -ამ აქტივობის მიზანი იყო თემატური ერთეულის  გამოყენება წინადადებაში; ამ აქტივობაზე იმუშავეს ინდივიდუალურად, რამაც ხელი შეუწყო  დამოუკიდებელი მუშაობის (ფიქრის) უნარის განვითარებას.
მოსწავლეთა თვითშეფასებასა, ჩემს მიერ დაკვირვებასა და შეფასებაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა.
რაც შეეხება ჩემს მიერ გამოყენებულ რესურსებს, იგი იყო ხელმისაწვდომი , უსაფრთხო და მიზნობრივი.
გაკვეთილის გეგმა ითვალისწინებდა განსაზღვრულ აქტივობებს მოდიფიცირების შემთხვევისთვის, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით და მოდიფიცირებას ადგილი არ ჰქონია.
გაკვეთილი წარიმართა ხარვეზების გარეშე, თუმცა გამოვყოფდი უმნიშვნელო შენიშვნას დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით. შესაძლები იყო გონებრივი იერიშის დროის შემცირების ხარჯზე გაზრდილიყო გამოთქმული ვარაუდისა და ტესქტის შეჯამების აქტივობის დრო, რათა მოსწავლეებს მეტი დრო ჰქონოდათ არგუმენტების მოსაყვანად. 




Комментариев нет:

Отправить комментарий