სამოდელო გაკვეთილები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა 5 კლასი
მიმართულება - გამჭოლიკომპეტენცია: მედიაწიგნიერებისადამრავალენობრივი (ინტერკულტურული) კომპეტენციისგანვითარებისხელშეწყობა.
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: თამარ ყიფიანი (01020007242)
საგანი: ინგლისური
მიმართულება : მიმართულებამოსმენა, წერა, ლაპარაკი
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური V3კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25, კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
თემა:Legend or history
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენილიდან საჭირო ინფორმაციის გაგება და დავალების შესრულება;
·         თემასთან დაკავშირებული, დასწავლილი ლექსიკური ერთეულებისა და წარსული დროის გამოყენება;
·         მცირე ზომის ესსეს შექმნა.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მიმართულება 1. ზეპირიმეტყველება (მოსმენა/მოსმენა-ყურებადალაპარაკი)
Iუცხ.დაწყ.(II)1.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის ტექსტების გაგება.
Ø  ამოიცნობს თემას (მოვლენებს და სხვა)მოსმენისას/მოსმენა-ყურებისას;
Ø  ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს (სად, როდის,რამდენი, როგორი და სხვ.);
Ø  ამოიცნობს ამბის განვითარების ეტაპებს (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა);
Iუცხ.დაწყ.(II)3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
Ø  საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ.,ოჯახი, თავისუფალი დრო და სხვ.).

მიმართულება2.წერითი მეტყველება (კითხვადაწერა)
Iუცხ.დაწყ.(II)6. I მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება.
·         ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას(ავტორი, ადრესატი, თემა, მიზანი);
·         ამოიცნობს მოვლენათა და მოქმედებათა თანამიმდევრობას; მათ შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს;
Iუცხ.დაწყ.(II).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის ტექსტის დაწერა.
თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებს,მოვლენებს;
აქტივობის აღწერა
მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შეფასების რუბრიკას, აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.
მინი ლექცია
საერთო საკლასო
თაბახის ფურცლები, საკლასო ჟურნალი
3წთ
2








გამოწვევა
აქტივობის მიზანი- მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ფოტოებისა და ლექსიკური ერთეულების შესაბამისობის დადგენა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაარიგებს ფურცლებს, რომლებზედაც მოთავსებულია რამოდენიმე ფოტო, ასევე კონვერტით არიგებს  ამ სურათების შესაბამისსიტყვებს. მოსწავლეებმაუნდა დააკავშირონ  სიტყვები ფოტოებთან. იხილეთ დანართი N1
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით უჩვენებს სწორ პასუხებს და სთხოვს ჯგუფებს შეამოწმონ საკუთარი დავალება და დააფიქსირონ სწორი პასუხების რაოდენობა.
დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ახალ სიტყვას, და ჩაინიშნავენ მას.
შედეგად:მოსწავლეები შეძლებენ შეუსაბამონ ლექსიკური ერთეულები სურათებს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს არსებულ ცოდნაზე დააშენონ ახალი მასალა

სიღრმისეულიწვდომა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა  უნდა შეძლონწაკითხული ტექსტის მოსმენა და გაგება.
მასწავლებელი მოსწავლეებს მოასმენინებს ამბავს გიორგისა და დრაკონის შესახებ
https https://learnenglishkids.britishcouncil.org/short-stories/george-and-the-dragon
დაურიგებს ამ ტექსტს, საიდანაც რამოდენიმე სიტყვა ამოღებულია,  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ და ორჯერ ტესტის მოსმენის შემდეგ, გამოტოვებული სიტყვები შეავსონ, ზოგიერთ შემთხვევაში დაიხმარონ მათი ამსახველი ფოტოები დანართი N2.
შესრულებული დავალების შემოწმებისას, მასწავლებელი კიდევ ერთხელ ასმენინებს ტექსტს ბავშვებს, ხოლო მოსწავლეები მოსმენისას გვაჩვენებენ იმ ფოტოებს და სიტყვებს, რითაც ტექსტი შეავსეს.
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით უჩვნებს სწორ პასუხებს და მოსწავლეები ჯგუფებში ამოწმებენ შესრულებულ დავალებას. თითოეული ჯგუფი ითვლის სწორი პასუხების რაოდენობას.
შედეგად: მოსწავლეები მოისმენენ და გაეცნობიან ახალ ტექსტს


აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა უნდა შესძლონ სიტყვების გასწორება; წინადადების სწორად დალაგება
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს დაურიგებს სამუშაო ფურცლებს სადაც მოცემულია ორი დავალება: 1. გაასწორონ სიტყვები 2. დაალაგონ წინადადებები სწორად დანართი N 3
მასწავლებელი ამოწმებს შესრულებულ დავალებას, შემდეგ მასწავლებელი პროექტორის საშუალებით უჩვენებს სწორ პასუხებს. მასწავლებელი ითვლის სწორი პასუხების რაოდენობას
შედეგად: მოსწავლეები გაიმყარებენ ლექსიკურ მარაგს.

შეჯამება
მასწავლებელი მოსწავლეებს   სთხოვს შექმნან მცირე ზომის ანალოგიური ტიპის ტექსტი და გააკეთონ ჩანახატი, აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა შექნან მცირე ზომის ტექსტი წინასწარ მიცემული სიტყვებისა და მოქმედებების მიხედვით.
შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ ახალი და ძველი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით მცირე ზომის ტექსტის შექმნას.
შეჯამება
ü  მოსწავლეები აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას


საშინაო დავალება: გაკვეთილის რეფლექსია: რა ვისწავლე ამ თემაში?

შეფასება
განმავითარებელი:მოსწავლეებიშეფასდებიანგანმავითარებელიზეპირიკომენტარით
განმსაზღვრელი: მოსწავლეებიშეფასდებიანწინასწარმომზადებულიშეფასებისრუბრიკისმიხედვით
შესაბამისობის დადგენა























მოსმენა





























ტექსტის ანალიზი














ტექსტის შექმნა








ზეპირი პრეზენტაცია









ჯგუფური






















მთელი კლასი






























ინდივიდუალური













ჯგუფური








მთელი კლასი


თაბახის ფურცლები ილუსტარციებით, კონვერტი, ფერადი ფურცლები.

















პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები ფანქარი


























ფურცლები პასტა ფანქარი













თაბახის ფურცლები პასტა














5წთ






















7 წთ






























10წთ














10წთ








5წთ


2წთ


3წთ




                 შეფასებისრუბრიკა

კრიტერიუმები
          1-4
              5-6
                7-8
                    9-10
გრამატიკულიდალექსიკური გამართულობა
პირობასარპასუხობსწარმოდგენილიდავალება
ან
დავალებაარარისწარმოდგენილი
იცავსელემენტარულსინტაქსურმიმართებებსწინადადებებისწევრებსშორის (იყენებს ზმნასსათანადოპირსა დარიცხვში);
სათანადოდ ვერ იყენებსსხვადასხვაშინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის) მქონეწინადადებას;
გამოყენებული ლექსიკური ერთეულები მწირია;
შეცდომები ხელს უშლის რიგ შემთხვევებში აზრის გაგებას.
იცავსელემენტარულსინტაქსურმიმართებებსწინადადებებისწევრებსშორის (იყენებს ზმნასსათანადოპირსა დარიცხვში);
იყენებსსხვადასხვაშინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის) მქონეწინადადებას;
სათანადოდიყენებსნასწავლლექსიკურერთეულებს;
შეცდომების არსებობა ხელს არ უშლის აზრის გაგებას
იცავსელემენტარულსინტაქსურმიმართებებსწინადადებებისწევრებსშორის (იყენებს ზმნასსათანადოირსა დარიცხვში);
სათანადოდიყენებსსხვადასხვაშინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის) მქონეწინადადებას;
სათანადოდ, უხვად იყენებსნასწავლლექსიკურერთეულებს;
დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოა.

ჩართულობაჯგუფურიმუშაობისას
უჭირს ჯგუფთან ინტეგრირება, არ არის აქტიური, თავს არიდებს ჯგუფისთვის დაკისრებული დავალების შესრულებას
ნაკლებად ფლობს სოციალურ უნარ-ჩვევებს, იშვიათად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, თავს არიდებს პრეზენტაციას.
ძირითადად ფლობსსოციალურუნარ-ჩვევებს, ხშირად ჩართულიაჯგუფურმუშაობაში, იშვიათად გამოდის პრეზენტატორის როლში
კარგადფლობსსოციალურუნარ-ჩვევებს, სისტემატიურად ჩართულიაჯგუფურმუშაობაში, არის კარგი პრეზენტატორი.


                               სავარჯიშოების შეფასებისსქემა:  თითოსწორიპასუხითითოქულა:
                              13-12სწორიპასუხი - 10 ქულა
                             11  სწორიპასუხი – 9ქულა
                             9-10- სწორიპასუხი  -8ქულა
                             7 -8 სწორიპასუხი  -7 ქულა
                             6 სწორიპასუხი   – 6 ქულა

                             5 სწორიპასუხი - 5 ქულა
                              4სწორიპასუხი - 4 ქულა
                             3 სწორიპასუხი-3 ქულა
                             2 სწორიპასუხი  – 2 ქულა
                             1 სწორიპასუხი  - 1ქულა



                                                            V3კლასი
                                                           რეფლექსია
                                                          თამარ ყიფიანი
     15 აპრილს V3კლასში ჩავატარე  სამოდელო გამჭოლი კომპეტენციის ტიპის გაკვეთილი თემაზე: „Legend or History“ გაკვეთილის მიზანი მოიცავდა რამდენიმე პუნქტს, როგორც ინგლისური ენაში კომპეტენციის, ასევე სოციალური და ინდივიდუალური უნარების განვითარებას. ენობრივი თვალსაზრისით მიზნები შემდეგი იყო:
·         მოსმენილიდანსაჭიროინფორმაციისგაგებადადავალებისშესრულება;
·         თემასთანდაკავშირებული, დასწავლილილექსიკურიერთეულებისადაწარსულიდროისგამოყენება;
·         მცირეზომისესსესშექმნა.
სოციალურ და ინდივიდუალურ უნარებს რაც შეეხება, გაკვეთილზე გამოყენებულმა  ორგანიზების ფორმებმა ხელი შეუწყო მათ განვითარებას. გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა. მიზნის მიღწევას ხელი შეუწყო ჩემს მიერ გამოყენებულმა აქტივობებმა. თვალსაჩინოებისთვის დავუკავშიროთ გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები გაკვეთილის მიზნებს.
წინარე ცოდნის ახალ მასალასთან დასაკავშირებლად გამოვიყენე აქტივობა სიტყვების დაკავშირება ილუსტრაციებთან, რაც მოსწავლეებისთვის სახალისო აღმოჩნდა.აქტივობის ორგანიზების ფორმად გამოვიყენე ჯგუფური მუშაობა, რამაც მოსწავლეებში ხელი შეუწყო სოციალურ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
სიღრმისეული წვდომისას გამოყენებული აქტივობის მიზანი იყო მცირე ზომის ტექსტის მოსმენა და გაგება. მოსწავლეებს დავურიგე ტექსტი რომელშიც გამოტოვებული იყო სიტყვები, ტექსტის მოსმენის პარალელურად მოსწავლეებს უნდა შეევსოთ გამოტოვებული ადგილები. აქტივობისთვის გამოვიყენე საერთო საკლასო ფორმა, რამაც ხელი შეუწყო დამოუკიდებელი მუშაობის უნარების განვითარებას.
შეძენილი ცოდნის გასამყარებლად  მოსწავლეებს მივეცი სავარჯიშოები, რომელიც ითვალისწინებდა შეცდომით მოცემული სიტყვების გასწორებას, შემდეგ დაელაგებინათ წინადადებები სწორად. ეს აქტივობა განვახორციელე ინდივიდუალურად, რამაც ხელი შეუწყო დამოუკიდებელი მუშაობის უნარების განვითარებას.
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შესაჯამებლად მოსწავლეებს ვთხოვე ახალი და ძველი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შეექმნათ მცირე ზომის ესსე და გაეკეთებინათ ჩანახატი. აღნიშნული აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს ინერკულტურული ცოდნის გამოვლინებაში, კერძოდ მოსწვლეებმა შეძლეს წმ. გიორგის შესახებ მოცემული ბრიტანული ლეგენდის ქართულთან შედარება და ქართული ვერსიის წარმოდგენა. ამ აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს ესსეების პრეზენტაცია.ორგანიზების ფორმად გამოვიყენე ჯგუფური მუშაობა, რამაც მოსწავლეებში ხელი შეუწყო სოციალურ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
ჩემს მიერ დაკვირვებასა და შეფასებაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა.
რაც შეეხება ჩემს მიერ გამოყენებულ რესურსებს, იგი იყო ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და მიზნობრივი.
გაკვეთილის გეგმა ითვალისწინებდა განსაზღვრულ აქტივობებს მოდიფიცირების შემთხვევისთვის, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით და მოდიფიცირებას ადგილი არ ჰქონია.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, თუმცა გამოვყოფდი უმნიშვნელო ხარვეზს, კერძოდ: სიღრმისეული წვდომის დროს გამოყენებული აქტივობისას განსაზღვრულ წუთებზე  მეტი დრო დამჭირდა, თუმცა იგი მეორე აქტივობის ხარჯზე დავაბალანსე. ვფიქრობ,  მომავალში ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია, რათა არ შემიშალოს ხელი გაკვეთილის ორგანიზებულად წარმართვაში.

ვფიქრობ აღნიშნული გაკვეთილი დაეხმარება ჩემს კოლეგებს გამჭოლი კომპეტენციის ტიპის გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მოცემული აქტივობები კი ხელს  შეუწყობს მათ სიღრმისეულად მიუდგნენ შესასწავლ საკითხებს და გაამრავალფეროვნონ საგაკვეთილო პროცესი.



სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მიმართულება - ინტეგრირებული გაკვეთილი
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: თამარ ყიფიანი (01020007242)
საგანი: ინგლისური
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური VIII3კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 26, კლასში არის 1 სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა: Online in the outback
გაკვეთილის მიზანი:
Ø  მოსწავლეებმა  უნდა შეძლონ ნაცნობ ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით ტექსტის წაკითხვა და გაგება
Ø  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კითხვებზე პასუხის სწორად გაცემა.
Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს რუკაზე სხვადასხვა ტიპის დასახლებების ჩვენება და მათი გაჩენის მიზეზების დასახელება
Ø  მოსწავლემ უნდა შესძლოს სათანადო ლექსიკური ერთეულების გამოყენებით  სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულგეოგრაფიულ, დემოგრაფიულმონაცემებ დასახელება
Ø  სსსმ მოსწავლემ უნდა შეძლოს კონტინენტისა და ქალაქების ჩვენება რუკაზე, უნდა შეძლოს წინადადებებში გამოტოვებულ ადგილას მითითებული სიტყვების ჩასმა.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
უცხ..III.6. მოსწავლესშეუძლიაწაიკითხოსდაგაიგოსსხვადასხვასახისინფორმაციულიტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·         ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·         ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივი ნფორმაციას;
·         განსაზღვარავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
უცხ..III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივუნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·         იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
·         იცავ სსინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
·         ამბების გადმოცემისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად
უცხ..III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს
გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·         საკოორდინატო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას, მათ შორის მანძილებსა და მიმართულებებს (მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნები და დედაქალაქები, საქართველოს რეგიონები და ადმინისტრაციული ცენტრები); 

გეო.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·         კონტურულ რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე (მაგ. რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარეების ნაპირებზე);
უცხ.1.7.მოსწავლეს შეუძლია ასოების,სიტყვების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ნაწერიდან,ნაბეჭდიწყაროდან,ან დაფიდან გადმოწერს იმ სიტყვებს,რომლის შემადგენელი ასოებიც შესწავლილი აქვს.
გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვრს გეოგრაფიულიობიექტებისდაქვეყნებისმდებარეობარუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         რუკაზე გვაჩვენებს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, ქვეყნებში კი ქალაქებს.

აქტივობის აღწერა
მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შეფასების რუბრიკას, აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.
ვერბალური ახსნა, მინი ლექცია
საერთო საკლასო
თაბახის ფურცლები, საკლასო ჟურნალი
3წთ
2




წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივიობა -რუქაზე მუშაობა
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:
მაჩვენეთ რუკაზე ავსტრალია. (სსსმ მოსწავლე აჩვენებს რუკაზე ავსტრალიას)
რა იცით ავსტრალიის შესახებ.
მაჩვენეთ და დაასახელეთ ავსტრალიაში მეჩხრად დასახლებული და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიები(Students emphasize the areas that are sparsely and densely populated)
შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ   რუკაზე სხვადასხვა ტიპის დასახლებების ჩვენებას
კითხვა პასუხი, რუკაზე მუშაობა




მთელი კლასი




რუკა
3წთ
3
პროვოცირება-რამ განაპირობა ავტრალიის ტერიტორიის უმეტესი ნაწილის ნაკლებად დასახლება?ახდენს თუ არა უარყოფით  გავლენას ამგვარი დასახლებები მოსახლეობაზე და რატომ?
აქტივობის მიზანი- დააკავშიროს შესწავლილი მასალა ახალ საკითხთან
აქტივობის აღწერა - მასწავლებელი მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით სვამს კითხვას: the reasons why these areas are sparsely populated მოსწავლეები ასახელებენ ვარაუდებს და  მიზეზებს (კლიმატი, ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა, მდინარეების ტბების ნაკლებობა, უდაბნოები; climate, lack of natural resources, water shortages, deserts…. ) What are the drawbacks of sparsely populated areas? Poor social life, noschools, no entertainment places (cinema, theatre, museums), no libraries მასწავლებელი წერს დაფაზე ვარაუდებსა და მიზეზებს
შედეგად: მოსწავლეები გეოგრაფიაში მიღებულ ცოდნას დაუკავშირებენ ახალ მასალას
კითხვა პასუხი
მთელი კლასი
დაფა, ცარცი
3წთ
4








5

სიღრმისეული წვდომა
აქტივობა-ტექსტის ახსნა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ტექსტის წაკითხვა და გაგება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები წყვილებში კითხულობენ ტექსტს წიგნიდან. გაუგებარ სიტყვებს  მასწავლებელი წერს დაფაზე და მას მოსწავლეები ინიშნავენ. (outback, instead, via, classmate, whatever)
შედეგად: მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ტექსტს, გაიმდიდრებენ ლექსიკურვ მარაგს.

აქტივობა-შედარება პარალელების გავლება
აქტივობის მიზანი-მოსწავლემ უნდა შეძლოს შესაბამისი ქალაქების მოძიება რუკაზე  და მანძილის აღქმა
აქტივობის აღწერა-რუქაზე მოსწავლე ნახულობს მოცემულ სამ ქალაქს(ერთერთ ქალაქს აჩვენებს სსსმ მოსწავლე)  და მათ შორის მანძილს, უკეთ გაცნობიერების მიზნით მასწავლებელი სთხოვს შეადარონ ეს მანძილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს შორის მანძილს( მაგ. რა მანძილია თბილისიდან ბათუმამდე)
შედეგად:მოსწავლეები შეძლებენ მანძილის განსაზღვრას  და პარალელების გავლებას
ტექსტზე მუშაობა








რუკაზე მუშაობა
წყვილებში








საერთო საკლასო
სკოლის სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა







რუკა
10წთ








5წთ
6
აქტივობა- ტექსტზე მუშაობა
აქტივობის მიზანი:მოსწავლემ უნდა შესძლოს სწორი პასუხის გაცემა და მოძიება ტექსტში მსგავსი წინადადებების, ასევე საწინააღმდეგო სიტყვის მოძიება.

აქტივობის აღწერა:მოსწავლეები წიგნში სავარჯიშო4კითხულობენ კითხვებს და პასუხობენ ტექსტის დახმარებით,ასევე ეძებენ საწინააღმდეგო სიტყვების მნიშვნელობას.(სსსმ მოსწავლე წერს ახალ სიტყვებს მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ ფურცელზე)
შედეგად: მოსწავლეები გაიმყარებენ ლექსიკურ მარაგს.
ტექსტის ანალიზი

ინდივიდუალური

რვეული, სახელმძღვანელი პასტა.
8 წთ







7
შეჯამება - რეალიების ამოცნობა
აქტივობა- კითხვების დასმა ტექსტიდან
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შესძლონ პასუხის გაცემა მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, უნდა შეძლონ პარალელების გავლება მშობლიურ და სამიზნე ქვეყანას შორის  (რეალიები)
პროვოცირების დროს გამოთქმული ვარაუდებისა და წაკითხვის შემდეგ არსებული პასუხების შედარება.
Comparing predictions with the text(გამოთქმული ვარაუდები დაემთხვა წაკითხულ ინფორმაციას/ გამოთქმული ვარაუდები არ დაემთხვა წაკითხულ ინფორმაციას და რა სხვაობა იყო)
What are differences between Georgian and Australian schools?
What is the difference between the lives of Georgian and Australian teenagers?(How does an Australian student spend a day? A Georgian student?)
აქტივობის აღწერა: შეჯამების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვას კითხვებს და მოსწავლეები პასუხობენ.
შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ ახალი და ძველი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით კითხვაზე პასუხის გაცემას და ტექსტის შეჯამებას.
ტექსტის ანალიზი

ინდივიდუალური
სახელმძღვანელო





7წთ







8
შეფასება
გაკვეთილზე მასწავლებელი იყებენს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას. მოსწავლეები ფასდებიან ინდივიდუალურად


შეფასების რუბრიკა
5 წთ
9
საშინაო დავალება: მოსწავლეებმა შეასრულონ დავალება სამუშაო ესსე ავსტრალიისა და საქართველოს სკოლების შედარება



საერთო საკლასო
პასტა რვეული
1წთ



                                                                                                 შეფასების სქემა

კრიტერიუმები
                2-4
                   5 - 6
7-8

                       9 - 10
მეტყველება - საბაზისო ენობრივუნარ-ჩვევების გამოყენება და ფლობა
უჭირს სიტყვების გახსენება, არ შეუძლია სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირება
ლექსიკური მარაგი მწირია,  აკავშირებს სიტყვებს ერთმანეთთან მასწავლებლის დახმარებით
იყენებს მრავალფეროვან ლექსიკურ ერთეულებს,  აკავშირებს სიტყვებს ერთმანეთთანზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
იყენებს მრავალფეროვან ლექსიკურ ერთეულებს, სწორად და გამართულად აკავშირებს სიტყვებს ერთმანეთთან.
რუკის წაკითხვა და გეოგრაფიული ობიექტების დადგენა
ვერ კითხულობს რუკას, ვერ საზღვრავს გეოგრაფიულ ობიექტებს
აკვირდება რუკას, თუმცა უჭირს წაკითხვა და განსაზღვრა გეოგრაფიული ობიექტების
აკვირდება რუკას, კითხულობს თუმცა უჭირს განსაზღვრა გეოგრაფიული ობიექტების
დეტალურად აკვირდება რუკას კითხულობს სწორად, სწორად განსაზღვრავს გეოგრაფიულ ობიექტებს




დანართი 1
1.     Answer the question
1.    Which school subjects does the text mention?
2.    Where does Serena’s mother work?
3.    Why can’t Serena go to school?
4.    How does she visit museums?
5.    What does Serena do when she isn’t studying?
6.     Why is Serena excited about going to school camp?

2.    Choose the correct answer.
1.    The closest city to Birdsville is…….
a.    Adelaide    b. Brisbane   c. Sydney
2.    Serena’s school is ……. km away.
a.    200  b. 700  c. 1500
3.    Serena hands in her homework using …….
a.    The phone  b. emails  c. the radio
4.    The School of the Air students can’t …….
a.    Go on virtual excursion  b. do chemistry experiments  c. phone each other
5.    Serena ……. watches TV.
a.    Never  b. always  c. not very often
6.    Serena doesn’t spend enough time.
a.    Online  b. reading  c. talking to her friends
3.    Find the opposites of these words in the text
1.    Inside (paragraph A)
2.    Enormous (paragraph B)
3.    Real (paragraph D)
4.    Safe (paragraph D)
5.    Busy (paragraph E)



დანართი 2
სსსმ მოსწავლისთვის
Complete the sentences with the words
1.      Teachers give students five 30-minute classes v____  the radio.                                          hand in
2.      She says I must read more i__________                                                                                     whatever
3.      Students h__________ their homework by email.                                                                   via
4.      Serena meets her c_______________ twice a year.                                                                 instead
5.      My parents don’t go, so I can do w___________ I like                                                            classmates 

hand in – ჩაბარება , გადაცემა
via - მეშვეობით, დახმარებით
instead - ნაცვლად
whatever - ყველაფერი,რაც
classmates-კლასელები



VIII3 კლასი
                                                           რეფლექსია
                                                          თამარ ყიფიანი
                  12 აპრილს VIII3 კლასში ჩავატარე ინტეგრირებული ტიპის სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „Online In the outback.“ გაკვეთილის მიზანი მოიცავდა რამდენიმე პუნქტს, როგორც ინგლისური ენაში კომპეტენციის, ასევე სოციალური და ინდივიდუალური უნარების განვითარებას. ენობრივი თვალსაზრისით მიზნები შემდეგი იყო:
Ø  ნაცნობ ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით ტექსტის წაკითხვა და გაგება
Ø  კითხვებზე პასუხის სწორად გაცემა.
Ø  რუკაზე სხვადასხვა ტიპის დასახლებების ჩვენება და მათი გაჩენის მიზეზების დასახელება
Ø  სათანადო ლექსიკური ერთეულების გამოყენებით  სამიზნე ქვეყანასთან/ ქვეყნებთან დაკავშირებულგეოგრაფიულ, დემოგრაფიულმონაცემებ დასახელება
Ø  კონტინენტისა და ქალაქების ჩვენება რუკაზე, უნდა შეძლოს წინადადებებში გამოტოვებულ ადგილას მითითებული სიტყვების ჩასმა. (სსსმ მოსწავლე)
სოციალურ და ინდივიდუალურ უნარებს რაც შეეხება, გაკვეთილზე გამოყენებულმა  ორგანიზების ფორმებმა ხელი შეუწყო მათ განვითარებას. გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა. მიზნის მიღწევას ხელი შეუწყო ჩემს მიერ გამოყენებულმა აქტივობებმა. თვალსაჩინოებისთვის დავუკავშიროთ გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები გაკვეთილის მიზნებს.
 წინარე ცოდნის ახალ მასალასთან დასაკავშირებლად გამოვიყენე აქტივობა კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელსაც მოჰყვა მოსწავლეთა მხრიდან შესაძლო პასუხები, მათ გაუჩნდათ ინტერესი შესასწავლი საგნის მიმართ.  ამ აქტივობისთვის გამოვიყენე ორგანიზების ინდივიდუალური ფორმა, რამაც ხელი შეუწყო დამოუკიდებელი მუშაობის (ფიქრის) უნარის განვითარებას მოსწავლეებში.
სიღრმისეული წვდომისას გამოვიყენე აქტივობა- ტექსტის კითხვა, რომლის მიზანი იყო ლექსიკური მარაგის გამდიდრება. აქტივობა წყვილში მუშაობას ითვალისწინებდა, რამაც ხელი შეუწყო სოციალური თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
ვფიქრობ მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა პარალელების გავლების დროს გამოყენებული აქტივობა, რომლის მიზანი იყო რეალურად აღექვათ მანძილი ქალაქებს შორის, ამ დროს გამოვიყენე ავსტრალიისა და საქართველოს რუქები. ამ აქტივობაში ჩართული იყო სსსმ მოსწავლე, რომელმაც მიუთითა ქალაქები რუქაზე.  ეს აქტივობა უფრო და უფრო უღვივებდა მოსწავლეებს ინტერესს და ხელს უწყობდა ამ საკითხის ირგვლივ ცოდნის განმტკიცებას. ამ აქტივობისთვის გამოვიყენე საერთო საკლასო ფორმა, რამაც ხელი შეუწყო დამოუკიდებელი მუშაობის უნარების განვითარებას.
შეძენილი ცოდნის გასამყარებლად  მოსწავლეებს მივეცი სავარჯიშოები წიგნიდან, სადაც მოსწავლეებს  უნდა ეპოვათ საპირისპირო სიტყვები ტექსტიდან, გაეცათ სწორი პასუხი.  ეს აქტივობა განვახორციელე ინდივიდუალურად, რამაც ხელი შეუწყო დამოუკიდებელი მუშაობის უნარების განვითარებას.
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შესაჯამებლად მოსწავლეებს ვთხოვე შეედარებინათ ავსტრალიისა(outback) და საქართველოს სკოლები, თუ როგორ ატარებენ დღეს ქართველი და ავსტრალიელი თინეიჯერები.(რეალიები). ასევე პროვოცირების ფაზაზე გამოთმული ვარაუდები შეადარეს ტექსტში არსებულ ინფორმაციას. ამ აქტივობაზე იმუშავეს ინდივიდუალურად, რამაც ხელი შეუწყო  დამოუკიდებელი მუშაობის (ფიქრის) უნარის განვითარებას.
ჩემს მიერ დაკვირვებასა და შეფასებაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა.
რაც შეეხება ჩემს მიერ გამოყენებულ რესურსებს, იგი იყო ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და მიზნობრივი.
გაკვეთილის გეგმა ითვალისწინებდა განსაზღვრულ აქტივობებს მოდიფიცირების შემთხვევისთვის, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით და მოდიფიცირებას ადგილი არ ჰქონია.
გაკვეთილი წარიმართა ხარვეზების გარეშე, თუმცა ვფიქრობ მომავალში გაკვეთილის დაგეგმვისას ჩავრთო ინტერნეტ რესურსი( ვიდეო რგოლი) რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის გაკვეთილს.
ვფიქრობ აღნიშნული გაკვეთილი დაეხმარება ჩემს კოლეგებს ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მოცემული აქტივობები კი ხელს  შეუწყობს მათ მიზნობრივად დააკავშირონ სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა ერთმანეთთან.  





Комментариев нет:

Отправить комментарий