ინდივიდუალური სასწავლო
გეგმა
I სემესტრი
თარიღი: 23.09.2018წ.
საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებლის სახელი,
გვარი: თამარ
ყიფიანი
მიმართულება: წერა.
გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული)
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა.
|
მოკლევადიანი მიზანი
1
|
საკუთარი და თანაკლასელების სახელის “გადახატვა”
|
2
|
„გადახატავს“
სიტყვებს, აკვირდება
|
ჩამოწერეთ
მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ
შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე
|
რესურსი
|
|
1
|
მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეს ბავშვების სიას,საიდანაც ავალებს ამოიცნოს და გადახატოს
საკუთარი და მეგობრების სახელები.
|
წინასწარ
გამზადებული ბავშვების სახელები
|
2
|
მასწავლებელი უწერს მოსწავლეს
სხვადასხვა სიტყვებს, ან აჩვენებს ბარათების საშუალებით,შემდეგ აძლევს
მარტივ,პატარა ტექსტს და ავალებს წინასწარ მითითებული სიტყვები მოუძებნოს
ტექსტში და გადაწეროს.
|
ბარათები,სიტყვები,ტექსტი
|
II სემესტრი
თარიღი: 4.02.1019წ.
საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებლის სახელი, გვარი: თამარ ყიფიანი
მიმართულება: კითხვა
გრძელვადიანი მიზანი
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა;
|
მოკლევადიანი მიზანი
1.
|
ახმოვანებს ასოებს, ასოთშენაერთებს, მარცვლებს;
|
2.
|
ბგერებს აკავშირებს შესაბამის ასოებთან, ასოთშენაერთებთან, მარცვლებთან;
|
3.
|
გარკვევით
კითხულობს ნასწავლ სიტყვებს.
|
ჩამოწერეთ
მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ
შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე
|
რესურსი
|
|
1
|
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ინგლისურ ანბანს, შესაბამისი
თვალსაჩინოებებით და ავალებს ამოიკითხოს ასო რომელიც ნაჩვენებია
თვალსაჩინოებაზე.
თვალსაჩინოებებს
აქვთ თანდართული გამოსახულებები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აღიდგინოს და
გაიხსენოს უკვე ნასწავლი ასო.( საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მითითებული
ქონდეს ქართულადაც ინგლისურის გვერდით).
|
ინგლისური
ანბანი და შესაბამისი თვალსაჩინოებები
|
2
|
მასწავლებელი წარმოთქვამს სხვადასხვა ბგერას და
ავალებს მოსწავლეს აჩვენოს წარმოთქმული ბგერა სხვადასხვა ასოებს
შორის.(ანალოგიურად მარცვლებზეც, თუ დაძლევს ბგერაზე).
|
არეულად
მოცემული ორი, სამი ასო (ბევრში ერთად სავარაუდოდ გაუჭირდება ამოცნობა,რაოდენობა
ეტაპობრივად მოემატება).
|
3
|
მასწავლებელი თვალსაჩინოებების გამოყენებით, ამახსოვრებინებს
სიტყვებს მთლიანობაში და შემდეგ სხვადასვხა სიტყვებში სთხოვს ამოიცნოს
დასწავლილი სიტყვა და ამოიკითხოს.(თუნდაც თანაკლასელების სახელები, ან ოჯახის
წევრების სახელები).
|
თვალსაჩინოებები
|
თემატური გეგმა 2018-2019
საგანი: ინგლისური
მასწავლებლის სახელი და გვარი: თამარ ყიფიანი
თემა: რეკლამები და გამოგონებები
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი სსსმ მოსწავლისათვის
|
მიზანი
|
აქტივობები
|
1.1 კითხვა - გავიდვა, გაყიდვა, გაყიდვა
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა;
|
მარტივი სიტყვების წაკითხვა
|
მასწავლებელი ცალკე უწერს მოსწავლეს რეკალმასთან დაკავშირებულ მარტივ
სიტყვებს, შემდეგ აძლევს ტექსტს და ავალებს წინასწარ მითითებული სიტყვები მოძებნოს
ტექსტში.
|
1.2 ლექსიკა - ახალი სიტყვები თემაზე „ფული“
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა;
|
ახალი სიტყვების (pay,
buy, sell)წაკითხვა - დასწავლა და მოცემული სიტყვების სწორად
ჩასმა წინადადებებში
|
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს სამ წინადადებას, სადაც გამოტოვებულ ადგილზე
ავალებს მოცემული სიტყვების ჩასმას, (პირველი ასო მომეცემულია)
|
1.3 გრამატიკა - ვნებითი გვარი
|
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს
კალიგრაფიული ნორმების დაცვა.
|
სიტყვების სწორად გადაწერა
|
აძლევს გადასაწერად სიტყვებს, რომელიც ვნებით გვარშია მოცემული.
|
1.4 ლაპარაკი და მოსმენა - რეკლამირება, საგნების აღწერა
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა;
|
მარტივი წინადადებების წარმოთქმა.
|
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს მარტივ წინადადებეს წასაკითხად, მაგ.
It is boring, It is interesting) აღწერს რეკლამას.
|
1.5 კულტურა - შექმნილია (გაკეთებული) გაერთიანებულ სამეფოში(დიდ ბრიტანეთში)
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა;
|
გამოგონებების ჩამოთვლა
|
მასწავლებელი ცალკე უწერს მოსწავლეს გამოგონებებს, შემდეგ აძლევს ტექსტს
და ავალებს წინასწარ მითითებული გამოგონებები მოძებნოს, დაასახელოს დ წაიკითხოს წინადადება.
|
1.6 წერა - ციფრული კამერები
|
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს
კალიგრაფიული ნორმების დაცვა.
|
წინადადებების გადაწერა
|
მასწავლებელი მოსწავლეს ავალებს გადაწეროს ტექსტიდან 3 4 წინადადება,
სადაც მისთვის ნაცნობი სიტყვებია მოცემული
|
1.7 პუნქტუაცია - მახვილი
|
Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა;
|
ნაცნობი სიტყვის ან მარტივი წინადადების წაკითხვა
|
მასწავლებელი ამბობს სიტყვებს წინადადებებს
მახვილის დაცვით, მოსწავლე იმეორებს.
|
2018-2019 სასწავლო წლის, ***************** -ის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის
მონიტორინგი ინგლისურში
განმხორციელებელი:
თამარ ყიფიანი
I სემესტრი
გრძელვადიანი მიზანი: Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა.
N
|
მოკლევადიანი
მიზნები
|
სექტემბერი-ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
1
|
საკუთარი და თანაკლასელების სახელის გადახატვა;
|
მოსწავლეს შეუძლია
ამოიცნოს საკუთარი სახელი და გადაწეროს, თუმცა ყველა თანაკლასელის სახელის ამოცნობა
არ შეუძლია. (რომელიც რთულად იკითხება, მაგ. ბაჩო, მარიშა, რადგან ინგლისურ ენაში
ჩ და შ არ არის და მის წარმოსათქმელად საჭიროა ასოთაშეთანხმების გამოყენება)
|
|
|
2
|
„გადახატავს“ სიტყვებს, აკვირდება
|
|
მოსწავლეს შეუძლია
ნაბეჭდი წყაროდან ან დაფიდან სიტყვის გადმოწერა. თუმცა ზოგჯერ ტოვებს ასოებს გადმოწერის
დროს, წერს ბეჭდური ასოებით.
|
ნაწერიდან შეუძლია
იმ სიტყვების გადმოწერა, რომელიც შესწავლილი აქვს. მას შეუძლია წინადადებაში ჩასვას
გამოტოვებული სიტყვები, რომელიც არეულადაა მოცემული, მინიშნებულია მხოლოდ პირველი
ასო
|
II სემესტრი
გრძელვადიანი მიზანი: Iუცხ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა;
N
|
მოკლევადიანი
მიზნები
|
იანვარი-თებერვალი
|
მარტი-აპრილი
|
მაისი-ივნისი
|
1
|
ახმოვანებს ასოებს, ასოთშენაერთებს, მარცვლებს;
|
მოსწავლეს შეუძლია
ასოების გახმოვანება ანბანის მიხედვით, ასევე ანბანის პირველ ასოზე სიტყვის წასმოთქმა
(პირველი ათი ასო მხოლოდ) ცდილობს ეტაპობრივად ისწავლოს. უჭირს ასოთაშენაერთების
წარმოთქმა(sh, th, ng)
|
|
|
2
|
ბგერებს აკავშირებს შესაბამის
ასოებთან, ასოთშენაერთებთან, მარცვლებთან;
|
მოსწავლეს შეუძლია
ბგერის დაკავშირება შესაბამის ასოსსთან, თუმცა ზოგჯერ ერევა ( მაგ. h
- იეჩ, წარმოითქმის როგორც ჰ; c - სი წარმოითქმის
როგორც ქ ან ს)
|
მოსწავლე კითხულობს
ბგერებს და აკავშირებს ასოთაშენაერთებს (sh,
ch, ck)
|
|
3
|
გარკვევით კითხულობს ნასწავლ სიტყვებს.
|
|
მოსწავლე გარკვევით
კითხულობს ნასწავლ მარტივ სიტყვებს (apple, bag, cat, dog, egg, fish), თუმცა უჭირს შედარებით გრძელი სიტყვების წაკითხვა,
(elephant, white)
|
მოსწავლეს შეუძლია
ამოიცნოს ნასწავლი მარტივი სიტყვა ბევრ სიტყვებს შორის და წაიკითხოს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий