წელიწადის დროები
პროექტის ავტორი : თამარ ყიფიანი
პროექტის დასაწყისი – 07.03.2019
დასასრული - 02.04.2019
პრობლემა
|
·
გარკვევით, შესაბამისი ინტონაციისა და მახვილის დაცვით სიტყვების,
წინადადებების წარმოთქმა.
·
შესასწავლი
საკითხისადმი დაბალი ინტერესის და ნაკლები მოტივაციის ქონა.
|
პრობლემის აქტუალურობა
|
III2 კლასში წელიწადის დროებისა და თვეების შესწავლისას
აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეებს არ ჰქონდათ ინტერესი შესასწავლი საკითხისადმი, გაუჭირდათ სეზონებისა
და თვეების დამახსოვრება, ასევე გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის
დაცვით სიტყვების და წინადადებების წარმოთქმა.
აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე
დამეწყო პროექტზე მუშაობა, რომელიც დატვირთული იქნებოდა სხვადასხვა სახალისო აქტივობებით.
მაგალითად, სიმღერები, ლექსები, ხატვა. ეს აქტივობები დამეხმარებოდა მოსწავლეებს
თამაშითა და სიმღერით ემუშავათ პროექტზე და შეესწავლათ წელიწადის დროები და თვეები.
|
მიზნები
|
·
მოსწავლეები შეძლებენ სეზონებისა და თვეების დამახსოვრებას
·
მოსწავლეები შეძლებენ სიმღერებისა და სხვადასხვა ინფორმაციის
მოპოვებას და სიტყვებისა თუ წინადადებების გამართულად წარმოთქმას.
·
მოსწავლეები შეძლებენ მცირე
ზომის სცენის გათამაშებას
·
გაუღვივდებათ ინტერესი შესასწავლი საკითხისადმი
|
ეროვნული სასწავლო გეგმის
სტანდარტი
|
Iუცხ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის დაცვით წარმოთქმა.
მოსწავლე:
ზეპირად გაითამაშებს დიალოგებს, სცენებს;
ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ენის გასატეხებს, ასრულებს სიმღერებს;
ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას
|
პროექტის ამოცანები
|
1)
ლექსებისა და სიმღერების ინგლისურ ენაზე მოძიება
2)
სეზონების დახარისხება და წარმოდგენა ნახატების საშუალებით
3)
მცირე ზომის სცენარის მომზადება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
|
განხორცილების გზები
|
1)
ინფორმაციების მოძიება დახარისხება (1 კვირა);
2)
ნახატების შექმნა(1 კვირა)
3)
სიმღერების მოძიება
და შესწავლა (1კვირა)
4)
მცირე ზომის სცენარის მომზადება(1
კვირა)
5)
პრეზენტაცია-აპრილის დასაწყისში
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები
შეძლებენ სეზონებისა და თვეების სახელწოდებების
შესწავლას და უკეთ დამახსოვრებას, ინტონაციით და მახვილის დაცვით სწორად წარმოთქმას
·
გაუუმჯობესდებათ შემოქმედებითი
უნარები
·
განუვითარდებათ სხვადასხვა
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
·
შესასწავლი საკითხისადმი
ინტერესის გაღვივება, მოტივაციის ამაღლება
|
რესურსები
|
·
წიგნები;
·
კომპიუტერი;
·
ინტერნეტი;
·
მარკერები, ფლომასტერები;
·
დიდი თაბახის ფურცლები;
·
ფერადი ფანქრები.
|
შეფასება
|
მოსწავლეთა შეფასებისთვის გამოვიყენებ განმავითრებელ
შეფასებას.იხ რუბრიკა
|
პროექტში მონაწილე მოსწავლეების
ნამუშევრების შეფასება
კრიტერიუმი
|
დამაკმაყოფილებელი
|
კარგი
|
ძალიან კარგი
|
პროექტის განმავლობაში ჩანს პრობლემის
არსი და მოგვარების გზები
|
|||
მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები
საინტერესო და ინფორმაციულია
|
|||
მოძიებული ინფორმაცია საინტერესო და მრავალფეროვანია
|
წელიწადის
დროები
რეფლექსია
III2 კლასში წელიწადის დროებისა და თვეების შესწავლისას აღმოვაჩინე,
რომ მოსწავლეებს არ ჰქონდათ ინტერესი შესასწავლი საკითხისადმი, გაუჭირდათ სეზონებისა და თვეების დამახსოვრება,
ასევე გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის დაცვით სიტყვების და წინადადებების
წარმოთქმა.
აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე
დამეწყო პროექტზე მუშაობა, რომელიც დატვირთული იქნებოდა სხვადასხვა სახალისო აქტივობებით.
მოსწავლეები ხალისით მოეკიდნენ პროექტს. ჩემთვის
ამ პროექტის მომზადება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: კლასში ყველა მოსწავლის
ჩართულობის მიღწევა შეუძლებელი იყო, კლასს არ ქონდათ პროექტების მომზადების გამოცდილება.
მოსწავლეებთან
ერთად შევიმუშავეთ პროექტის ამოცანები, დავგეგმეთ აქტივობები და ამ აქტივობების განხორციელების
გზები. აქტივობების შერჩევისას იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მოსწავლეთა ნაწილი მუშაობდა ჯგუფში, ხოლო ნაწილმა
ინდივიდუალურად მუშაობა აირჩია. უფრო აქტიურად გოგონები იყვნენ ჩართულნი, თუმცა ნახატების
შექმნაში ვაჟებმა დიდი ინიციატივა გამოიჩინეს, მოსწავლეებს იდეების და აქტივობების
განხორციელებაში თავისუფლება მივანიჭე, თუმცა თვალს ვადევნებდი ინფორმაციის დახარისხებისას.
სიმღერებიც მოსწავლეებთან ერთად შეირჩა, სიმღერების შესწავლაში კი დაგვეხმარა მუსიკის
პედაგოგი.
პროექტის მიმდინარეობისას
ვახდენდი მონიტორინგს, კვირის ბოლოს ვამოწმებდი მოსწავლეების მუშაობას და ვაწვდიდი
განმავითარებელ შეფასებებს: რა სირთულეებს აწყდებოდნენ, ვამოწმებდი გრამატიკული თვალსაზრისით,
რამდენად სწორად წარმოთქვამდნენ სიტყვებს და
წინადადებებს.
მიზნები, რომლებიც დავისახეთ პროექტის დაწყებამდე,
მიღწეული იქნა. ბავშვებს
განუვითარდათ თანამშრომლობითი, თვითმართვის, სოციალური, შემოქმედებითი, სხვისი აზრის
მოსმენა-გათვალისწინების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში,
ხშირად იმეორებდნენ ტექსტებს სიმღერით, გამოხატავდნენ სურვილს, რომ ხშირად დაგვეგეგმა
მსგავსი აქტივობები.
პროექტის პრეზენტაცია დაესწრო სკოლის დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი, დამრიგებელი და უცხოელი სტუმარი, მოსწავლეები, მშობლები.
პრეზენტაცია მოკლე, თუმცა ამომწურავი იყო, დასასრულს გაკეთდა შეფასებები, სკოლის დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელმა და მოწვეულმა სტუმრმა დადებითად შეაფასეს პროექტი.
Комментариев нет:
Отправить комментарий