თამარ ყიფიანი
გაკვეთილის თემა
|
Chocolate is good for you
|
||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
კლასი: X
საგანი:
ინგლისური ენა
|
||||||||||||||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
26
|
||||||||||||||||||||
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
მიზანი: ზეპირმეტყველების განვითარება, მეტყველებაში საკვებთან არსებული ლექსიკური და გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება.
წერითი მეტყველების განვითარება: მოცემული ტექსტის მსგავსად ახალი საკუთარი ნაწარმოების შექმნა.
კითხვა: მოსწავლეები წაიკითხავენ მითითებულ ტექსტს და შეასრულებენ სავარჯიშოებს
კულტურათშორისი კომუნიკაცია: უცხო კულტურაში არსებული ტრადიციების (უცხოელების დამოკიდებულება საჭმელების მიმართ) გაცნობა.
მოსწავლეები შეძლებენ თავი გაართვან ისეთ ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას სადაც საუბარია საკვებზე, გრამატიკული კატეგორიების გამოყენებას, საკუთარი აზრის გადმოცემას. შექმნიან მცირე ზომის ტექსტს
|
||||||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია
წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის,
ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
·
აჯგუფებს ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნით;
·
აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან
და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
უცხ.ს.V.11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ შთაბეჭდილებებს,
თვალსაზრისებს (მაგ., მოგზაურობის
შთაბეჭდილებებს, გამოხმაურებას ნანახ
სპექტაკლზე/ჩატარებულ ღონისძიებაზე და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შესავალ ნაწილში აუწყებს
მკითხველს წერილის თემას;
·
გადმოსცემს კონკრეტულ
ფაქტებს
·
ასათაურებს ესეს, წერილს;
თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს
|
||||||||||||||||||||
თანმიმდევრობა
|
|
||||||||||||||||||||
შეფასება
|
გამნსაზღვრელი:
|
||||||||||||||||||||
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
|
სამუშაო შეხვედრაზე დასწრების
რეფლექსია
პედაგოგი- თამარ ყიფიანი
ამა წლის 10.05-22.05. რიცხვებში დავესწარი უფროსი
მასწავლებლის, თამარ ქორიძის მიერ ორგანიზებულ კოლეგებთან შეხვედრას, რომლის მიზანი
იყო: გაკვეთილის გეგმის თითოეული ფაზის განხილვა და სწორი ფორმულირება, გაკვეთილის გეგმისათვის საჭირო ძირითადი კომპონენტების
გარჩევა-გაანალიზება, გაკვეთილის მიზნის სწორად
განსაზღვრა, თუ რომელ კომპონენტებს უნდა ემყარებოდეს გაკვეთილის მიზანი, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების ურთიერთმიმართების
გაანალიზება, გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე
შეფასების კრიტერიუმების სწორად შედგენა.
აღსანიშნავია, რომ
პედაგოგის მიერ ორგანიზებული შეხვედრები ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. შეხვედრებზე ამომწურავად
განვიხილეთ ის კომპონენტები და ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია გაკვეთილის
მიზნის ჩამოსაყალიბებლად და შეფასების კრიტერიუმების შემუშავებისათვის.
პირველი შეხვედრა დაეთმო გაკვეთილის ფაზების განხილვას,
თითოეულის მნიშვნელობის გააზრებას, გაკვეთილის
გეგმის შესადგენად საჭირო ძირითადი კომპონენტების გაცნობასა და გაანალიზებას;პრაქტიკულ სავარჯიშოებს; მეორე შეხვედრაზე გავეცანით გაკვეთილის მიზნის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელ კომპონენტებს, გასათვალისწინებელ
ფაქტორებს,განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები. ხოლო მესამე შეხვედრა დაეთმო შეფასების
მნიშვნელობას საგაკვეთილო პროცესში, შეფასების ტიპებს, შეფასებისა და გაკვეთილის
მიზნის ურთიერთმიმართების განსაზღვრას. გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე გავეცანით შეფასების კრიტერიუმების
სწორად ჩამოყალიბებას. განხილული მასალა გავამყარეთ სიტუაციური ამოცანებით.
ჩემთვის საინტერესო
და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის სამი კომპონენტის გაცნობა, რომლისგანაც უნდა შედგებოდეს
მიზანი, მიზნის სწორი ფორმულირება კი წინაპირობაა კარგი შფასების კრიტერიუმის შემუშავებისა. ასევე საინტერესო აღმოჩნდა ის სიტუაციოური
ამოცანები, რომლებმაც გაგვიმარტივეს საკითხის გაგება.
შეხვედრებზე მიღებული
ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები დამეხმარება ნაყოფიერი გეგმის შედგენასა და გაკვეთილის
სწორად წარმართვაში, დასახული მიზნის მიღწევაში.
ჩემთვის,
როგორც მოქმედი პედაგოგისთვის შეხვედრები ნაყოფიერი აღმოჩნდა, გავითვალისწინებ ყველა განხილულ საკითხს და გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий